მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება
რამდენიმე დღე განაჩენის გამოცხადებამდე. ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. მანამდე კი, სახელმწიფო ბრალდება, სამ საათზე მეტია მტკიცებულებებს დასკვნით სიტყვაში აჯამებს. დახურული სხდომის პარალელურად კეთდება განცხადებები უწყების მიერ დღეს გასაჯაროებული მტკიცებულებების შესახებ.