ელენე ხოშტარია მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. „დროას“ ლიდერმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში ხოშტარიას დედა იმყოფებოდა, მან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.
ელენე ხოშტარია უკვე 16 დღეა, შიმშილობს. პარალელურად, შიმშილობს კიდევ ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატი. პროტესტის ამ ფორმას მათ ექვსი დღის წინ მიმართეს.