მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები  

პარლამენტი კიდევ ერთი რეზონანსული რეფორმის მისაღებად ემზადება.

საუბარია მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე, რომლის დამტკიცებას მმართველი გუნდი ივნისში გეგმავს. პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ცნობილია ის ოთხი მიმართულება, რაზეც რეფორმის წერის დროს აქცენტი გაკეთდება. მათ შორისაა იუსტიციის საბჭოს რეფომირება და სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება. სამუშაო ჯგუფში დიდი ალბათობით შევლენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებიც, რომლებიც ხელისუფლებას საკუთარ წინადადებებს შესთავაზებენ. პირველ რიგში ისინი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ.