მართლმსაჯულების რეფორმა

როგორ დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფი, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე იმუშავებს.

საკითხი დღეს პარლამენტში განიხილეს. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას, დიპლომატიური კორპუსი, იუსტიციის საბჭოს წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სპიკერის განცხადებით, მმართველი გუნდი გეგმავს, რომ რეფორმის მეოთხე ტაღლისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გატარდეს.

რა კონკრეტული შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა პარლამენტში – ქეთი ქაშაკაშვილი გვეტყვის დეტალებით.