მორაგბეთა ნაკრებმა მომზადება სამხედრო ბაზაზე  გაიარა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე, მომზადება სამხედრო ბაზაზე  გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებითა და მათ მიერ შედგენილი პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს.

წვრთნები, ძირითადად, ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომელიც სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა და მათ გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.