პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“ ითხოვს, რომ ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულებრივი სისტემა წინა ხელისუფლებიდან გადმოიბარა და სამართალდამცავების ჩადენილი დანაშაულის დამალვა ან შედარებით მსუბუქი მუხლით გამოძიება ხდება. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს, რადგან სახეზეა აშკარაა წამების ნიშნები, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.