მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებმა ტურნირი ორი მედლით და გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილით დაასრულა. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ავთანდილ კენჭაძემ ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ. მან ფინალური შეხვედრა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.