ქვემო ქართლის, სამეგრელოსა და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს. მომსახურება „მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე სოფლების – ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომისა და ხიხაძირის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გეგმის მიხედვით, სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი მომავალშიც ეტაპობრივად გაიზრდება.