თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იყო თავშეყრილი. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მისულ ახალგაზრდას ერთ-ერთმა ყელის არეში დანით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ამის შემდეგ კი დაჭრა სახლის მეპატრონე, რომელმაც ბინის დატოვება მოახერხა.
31 წლის მამაკაცმა, რომელიც უკვე დაკავებულია, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა. გოგონამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.