მკვლელობა თბილისში

მკვლელობა თბილისში. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოხდა.  გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. თვითმხილველები მომხდარის ვერსიებზე საუბრობენ.

მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. ის 26 წლის მამაკაცია.