გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დროს, მეუღლის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში იმყოფება.
მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამავე საავადმყოფოში იმყოფება ქალის მეუღლე, 24 წლის მამაკაციც, რომელმაც სამი თვის შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. გურჯაანის საავადმყოფოსთან პოლიცია პატრულირებს.
შემთხვევა სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა. დასავლეთ საქართველოდან კახეთში ქვისლთან სტუმრად მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯერ საკუთარი შვილი მოკლა, შემდეგ კი მეუღლის მოკვლა სცადა და ბოლოს თვითდაზიანებები მიიყენა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.