მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელმა 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.