მკვლელობა გორში – სოფელ ახალდაბაში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გასროლით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მოტივად შურისძიება სახელდება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება საქმეზე 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.