მკვლელობა კახეთში. ექვსი გასროლა და სისხლიანი გარჩევის ტრაგიკული დასასრული. გარდაცვლილია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციის მაღალჩინოსანი.
მომხდარს ორი თვითმხილველი ჰყავს, ერთ-ერთი დაჭრილია. ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. ვრცელდება ცნობა, რომ მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე, ავტომობილში მოხდა.