გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილის მეუღლის თქმით, 47 წლის ლევან იაგანაშვილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მეზობელმა, მალხაზ ჩივიაშვილმა, მისმა შვილმა და ძმამ მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ქალზე ეჭვიანობის გამო დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.