მკვლელობა ცაგერში. სოფელ ლაჯანაში ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ესროლა, ორივე მათგანი გარდაცვლილია. სროლის დროს დაიჭრა მამაკაცი, რომლიც შემთხვევითი გამვლელი იყო. დაშავებული მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. 65 წლის პაციენტი კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.