ბოლნისის რაიონის სოფელ სამწვერისში მოკლული მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია. გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებულია ამავე სოფლის მკვიდრი, 40 წლამდე მამაკაცი. თუმცა, ამ ფაქტს, ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. 70 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში მიაყენეს.
მკვლელობა, სავარაუდოდ, წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილი კი დილით მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოსთან იპოვეს. გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.