მიწისძვრით დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა

მიწისძვრის შედეგად დაშავებულებსა და ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაცია არ მიუღია, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დღეს, 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში, ადგილობრივი დროით 11:35-ზე მიწისძვრა მოხდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიცენტრი ზაქათალას რაიონის ჩრდილ-დასავლეთიდან, 17 კილომეტრის დაშორებით იყო. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.

დატოვე კომენტარი