5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში

12:02, 10.08.2019

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 11:35-ზე დაფიქსირდა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობდა, მათ შორის დედაქალაქში.

მსგავსი