თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მისაღებად ემზადება. აეროპორტში, რომელშიც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. აქ უკვე დასრულდა რამდენიმეთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აეროპორტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.
რა გავლენას მოახდენს თელავის აეროპორტის ახალი სერვისები რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ მიმართულებაზე და რა მოლოდინები აქვს ბიზნესსექტორს – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.