მიხეილ სააკაშვილთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წარმომადგენელი, ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი და სხვადასხვა პროფილის ექიმები იმყოფებიან.
ექიმები შეაფასებენ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ. ასევე, რამდენად დაცულია მისი უფლებები.