მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ

მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო კონსილიუმის წარმომადგენლები მოინახულებენ. ის მკურნალობას და მედიკამენტების მიღებას აგრძელებს. ამ წუთებში მას ეკა ხერხეულიძე ხვდება, დილიდან კი ის ადვოკატებმა მოინახულეს. ინტერესების დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სამსახურის განცხადება გაკეთდა, რომ არ გავრცელდებოდა დისციპლინური ზომები, მან შეცვალა გადაწყვეტილება და გააგრძელა მკურნალობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ყოფილი პრეზიდენტის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებები და არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს, სააკაშვილი მედიკამენტებს აღარ მიიღებდა.