მიხეილ სააკაშვილის წერილი

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს თავად მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, კადრების გამოქვეყნება სამარცხვინო და დანაშაულებრივია. „მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად. რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ“, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.

ასევე სააკაშვილი წერს, რომ შაბათ დილიდან უკვე არ იღებს აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა ჰქონდა მიცემული კონსილიუმისთვის, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე