გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, ამ დრომდე გამოხმაურებების თემაა. კადრებში ჩანს ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, რა დროსაც, პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყების ინფორმაციით, მასალა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გამოაქვეყნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი, ამ კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია.

დატოვე კომენტარი