მიხეილ სააკაშვილის სასამართლო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიციაში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. ამ მოთხოვნით ისინი აქციების დაწყებასაც აანონსებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობას მიზანმიმართულად ცდილობს.

დღესვე შეფასებები ე.წ. სააკაშვილის სიის საკითხზეც გაკეთდა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს, უილიამ ბრაუდერს სთხოვა, ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.