მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობა“. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მის გათავისუფლებამდე და აქციები იქნება მშვიდობიანი. მმართველი გუნდი კი, სააკაშვილს ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ მიიჩნევს და ამბობს, რომ მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.