საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება

მიხელ სააკაშვილის მორიგი სასამართლო. მსჯელობა ამჯერად საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებაზე მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. სხდომაზე სხვადასხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც იმყოფებიან. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები. სანამ პირდაპირ ჩართვას შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილებას პროცესის გაშუქების ნებართვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხდომა ნაწილობრივ ან სრულად არის დახურული. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე.

დატოვე კომენტარი