მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილი მულტიპროფესიული ექსპერტების ჯგუფი, რამდენიმე საათია, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მონაცემებს სწავლობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, შეფასდება, საჭიროა თუ არა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ყოფილი თანაგუნდელი, გრიგოლ ვაშაძე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 23-ე დღეა შიმშილობს.