გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მოინახულა. მისი განცხადებით, სააკაშვილის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ცუდია და ბოლო სამი დღის განმავლობაში ის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესს ვერ ამჩნევს. ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, აწუხებს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები და აუცილებლად საჭიროებს რეაბილიტაციას.
ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს დეპუტატი ხატია დეკანოიძე ხვდება. ექსპრეზიდენტის მონახულებას ცენტრ „ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმებიც გეგმავენ.