რეალურად როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – სტაბილურია, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, თუ მძიმეა, როგორც ამას რამდენიმე დღეა, მისი უფლებადამცველები და მხარდამჭერები ამბობენ. პენიტენციური სამსახურის ოფიციალური განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და მას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი.
ცოტა ხნის წინ კი პენიტენციურმა სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საპატიმროში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის კადრები გაასაჯაროვა. ვიდეომასალაში სააკაშვილის მიერ წვენებისა და სხვადასხვა ფაფების მიღების ფაქტებია ასახული.
ნათია ქენქაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც გვეტყვის, რა შეფასებები კეთდება გასაჯაროებულ მასალასთან დაკავშირებით.