მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილს დილიდან ადვოკატები ხვდებიან. ინტერესების დამცველების განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და პირადი ექიმის მოთხოვნით, მას დღეს დამატებითი ანალიზები ჩაუტარდება. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, თუ დისტანციურად ჩაინიშნება, უარს განაცხადებენ.