მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადება

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით, შიმშილობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაესვა. ნიკა გვარამიას განმარტებით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სასამართლო კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანას არ მიუთითებს, მაგრამ ადგენს სტანდარტს, რომლის დაცვა მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაშია შესაძლებელი.