მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პატიმრობაში რჩება, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების პროტესტი კი გრძელდება - ბოლო ინფორმაცია, რა ვითარებაა კიევში

მიხეილ სააკაშვილი კიევში პატიმრობაში რჩება. იზოლატორში მის მოსანახულებლად  რამდენიმე წუთის წინ  ადვოკატები შევიდნენ. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები კი პროტესტს განაგრძობენ.

მანამდე, 2 საათის განმვალობაში მიმდინარეობდა აქცია უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან. აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. ავტომაიდნის მონაწილეები  პუშკინის სკვერიდან დაიძრნენ და ანტიკორუფციული ბიუროსთვის უფლებების კანონით შეზღუდვის შესახებ ხელისუფლების ინიციატივის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

აქტივისტებმა აქციაზე შალის კუბოკრული პლედები მიიტანეს, რომელიც მათი განცხადებით, კორუფციის სიმბოლოა.

შეკრებილების   ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო, თუმცა, მათ  გამართულ აქციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.

გურამ როგავა ჩაგვერთვება უკრაინიდან – რა იყოს სააკაშვილის მომხრეების უკმაყოფილების მიზეზი?