უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - სააკაშვილის მხარდამჭერების დაგეგმილ მარშს ხელს არ შევუშლით
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - სააკაშვილის მხარდამჭერების დაგეგმილ მარშს ხელს არ შევუშლით

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი ირწმუნება, რომ სამართალდამცველები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ დაგეგმილ მარშს ხელს არ შეუშლიან, ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„ყოველთვის შეგიძლიათ გამბედავად გამოხვიდეთ მშვიდობიან აქციასა თუ მარშზე. ეს ჩვენი წმინდა კონსტიტუციური უფლებაა და ის უნდა შევასრულოთ“, – აცხადებს ზორიან შკირიაკი.

მინისტრის მრჩეველი აქვე აღნიშნავს, რომ მოძრაობა „ახალი ძალების“ ლიდერი და მისი ახლო გარემოცვის წევრები ხალხს ახალისებენ სამართალდამცველების მიმართ აგრესიისკენ.

„უნდა გეშინოდეთ ისეთი პროვოკატორების, როგორიც სააკაშვილი და მისი კრიმინალური გარემოცვაა. სწორედ ისინი მანიპულირებენ მოქალაქეებზე და უბიძგებენ მათ სამართალდამცველების მიმართ აგრესიისკენ. ისინი ღიად უბიძგებენ ხალხს არასამართლებრივი ქმედებებისკენ და ამ ყველაფერს მხოლოდ მათი სამარცხვინო გეგმების განსახორციელებლად აკეთებენ. ისინი ადამიანებს მიზნის მისაღწევ მექანიზმად იყენებენ. სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა“, – წერს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.