მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება, მხარდამჭერები კი პროტესტს განაგრძობენ - რა ვითარებაა კიევში

კიევში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ამ წუთებში სიმშვიდეა. ადგილზე კვლავ რჩებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

მშვიდი ვითარებაა კარვების ქალაქშიც, სადაც სააკაშვილის მომხრეთა მეორე ნაწილი იმყოფება.  მათი მოთხოვნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, კვლავ ძალაშია. დილით, კარვების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა სამართალდამცავებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების გადაადგილება.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს იყო დაგეგმილი როტაცია და სამართალდამცავთა ერთი ჯგუფი, მეორემ ჩაანაცვლა.