მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს. მსჯავრდებული დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, რომ გორის ჰოსპიტალში გაეყვანათ, სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მსჯავრდებული ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს, სადაც მას პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია. მისივე თქმით, ტრანსპორტირება ნორმის ფარგლებში ჩატარდა.