ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატს სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების იმედი აქვს. ზურაბ თოდუას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მისი განცხადებით, საქმეში არსებობს ბევრი დეტალი, რომლის დროული და სწორი გამოძიების შემთხვევაში, ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი.
ზურაბ თოდუას განცხადებით, მოხდა საქმის პოლიტიზება, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმის შესახებ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რაც დაუშვებელი იყო.
მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმე დასკვნით ეტაპზეა. მას გამოძიება დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება.