რა შეხვედრები აქვს და რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას მიხაილ როთი თბილისში ვიზიტის დროს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. მმართველ გუნდში საქართველოსთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უღირსს უწოდებენ და აცხადებენ, რომ როთმა კულტურულ მემკვიდრეობასაც და ქართულ ეკლესიასაც შეურაცხყოფა მიაყენა. როთის ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც ეხმაურება.
მიხაილ როთის ვიზიტი