მიხაილ როთის ვიზიტი

12:20, 13.01.2025

საქართველოში იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში. თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი“,- წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ მიხაილ როთმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ საქართველოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩამოვა.

„მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მომავალ კვირას. მინდა, მხარი დავუჭირო ყველა თავდადებულ ევროპელსა და თავისუფლებისთვის მებრძოლს, ასევე გერმანელი პოლიტიკოსის რანგში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს მიმართ ერთგულებას განვაგრძობ”,- დაწერა მიხაილ როთმა.

 

მსგავსი