მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

პრემიერი ქართული ფლოტის განვითარებას გეგმავს. ამ ინიციატივით მთავრობის მეთაური ბათუმში გამოვიდა, სადაც მეზღვაურთა პროფესიული დღე აღნიშნეს.

დღევანდელი დღე ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

აკადემიისთვის საჩუქრად გადაცემული საწვრთნელი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში დღეს პირველად გაუშვეს. მანამდე კი, აკადემიის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო აღიარებისთვის და დასაქმებისთვის პრაქტიკის გავლა უცხოურ გემებზე უწევდათ.