გიორგი ჩერქეზიშვილი - საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომები გერმანიის მიერ აღიარებული იქნება
გიორგი ჩერქეზიშვილი - საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომები გერმანიის მიერ აღიარებული იქნება

საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომები გერმანიის მიერ აღიარებული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გერმანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოსამზადებლად მუშაობას დაიწყებს.

„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, განსაკუთრებით მეზღვაურთა დიპლომების აღიარების და მათი დასაქმების კუთხით. სულ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროდან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაიწყებს მუშაობას გერმანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოსამზადებლად, რათა გერმანიის შესაბამისი უწყებების მიერ მოხდეს ქართული დიპლომების აღიარება“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისგანცხადებით, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ დარგში, რათა ქართველმა მეზღვაურებმა გერმანულ კომპანიებსა და გერმანიის დროში ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების შესაძლებლობა მიიღონ.