მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც, სადაც თქვეს, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა. ნიმუშები კვლევისთვის საზღვარგარეთ უკვე გაგზავნილია. ამ დროისთვის მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.