მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა

მეუფე შიომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. პატრიარქის თანამოსაყრდის შესაძლო მოწამვლის საკითხზე ისაუბრა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც და აღნიშნა, რომ საპატრიარქოში ოფიციალური საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა და მხოლოდ თავად არის გამოკითხული.

შეგახსენებთ, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.