მეტროს მემენქანეების გაფიცვა

თბილისის მეტროპოლიტენი ამ დრომდე პარალიზებულია. ხელფასების გაზრდამდე მემანქანეები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

თავის მხრივ, პოზიციის შეცვლას არ გეგმავს მერია, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური პრობლემების არგუმენტით მემანქანეების მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს.

მეტიც, დედაქალაქის მთავრობა გაფიცულთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც არ გამორიცხავს და პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებით იმყარებს, რომელიც დავის საგანი ხდება.

არღვევენ თუ არა მეტროს მემანქანეები საკუთარი პროტესტით კანონს: ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს დილიდან ანა ბროლაძე ისმენს.