მეშვიდე დღე მიწისძვრიდან - ვითარება თურქეთში

სტიქიის ზონაში, სადაც ქართველი მაშველები და თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, საქართველოს ელჩი თურქეთში და საელჩოს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ ადიამანის გუბერნატორთან. გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქეა გარდაცვლილი, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია უკვე დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა.