გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის დროს, მან იგრძნო, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო.
ყოფილი კანცლერის განცხადებით, პუტინისთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა და ეს ძალაა. ამავე ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს თანამდებობიდან წასვლას. „ვიღაც ახალი უნდა დაკავებულიყო ამ საქმით. საბოლოო ჯამში, მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავიწიე წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. აქ იყო დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია. დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.