მედიკამენტი დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტებისთვის

18:21, 05.08.2026

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისთვის, მედიკამენტი სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით, ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. „არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის – წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დანერგავს. მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის ექვსი წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

მსგავსი