მედიკამენტების დაფინანსება

12:19, 02.07.2026

სახელმწიფო კიდევ ერთ ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს – სიახლე იმ პაციენტებს ეხება, რომლებმაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია გადაიტანეს და ამის შემდეგ მძიმე გართულებები განუვითარდათ. საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თუმცა, გადანერგვის შემდეგ კი – ნაწილს უვითარდება რთული რეაქცია, როდესაც დონორის გადანერგილი უჯრედები, პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას, ასეთ შემთხვევებში, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად, სწორედ დასახელებული მედიკამენტი – „ჯაკავიაა“ აღიარებული. პრეპარატი უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მსგავსი