„გაიცანი სომხეთი“ – მედიატურის ფარგლებში, ქართველი ჟურნალისტები სომხეთს ესტუმრნენ. მიწვევის მთავარი მიზანი კულტურული ძეგლების, ღირსშესანიშნაობების, მრავალსაუკუნოვანი ტაძრებისა თუ მონასტრების გაცნობა იყო. ოთხი დღის განმავლობაში ქართული მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს არაერთი ისტორიული რეგიონი და გაეცნენ ადგილობრივ კულინარიას.
სომხეთში ტურისტული ინდუსტრია მზარდია, რაც ჩვენი ქვეყნის სამასპინძლო სექტორზეც დადებითად მოქმედებს, რადგან ერთი წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში მილიონი ტურისტი შემოვიდა. გასულ წელს კი სომხეთში ტურისტების რაოდენობა 2 მილიონს გასცდა.