„მედია ომის დროს“ – ამ სახელწოდებით თბილისში ევროპის საბჭოს ორდღიანი რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია მოიცავს ხუთ თემატურ პანელურ დისკუსიას, ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მედიის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობენ მედიის სფეროს წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ასევე ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება დისკუსია თემაზე: „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ჟურნალისტური საქმიანობა“ და მოეწყობა ომის დროს ჟურნალისტების მუშაობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც 2022 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.